პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გამოძიების ფედერალურმა ბიურომ, FBI-მ პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების უდიდეს გაჟონვაში ეჭვმიტანილი პირი დააკავა. ის მასაჩუსეტსის ეროვნული გვარდიის საჰაერო ძალების სადაზვერვო განყოფილების 21 წლის თანამშრომელი, ჯეკ ტეიშეირი, აღმოჩნდა. წინასწარი მონაცემებით, მან პირადი მონაცემები მეგობრებს ჩათში გაუზიარა.
ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ ინფორმაცია Fox News-მა და New York Times-მა გაავრცელეს.
მედიის ცნობით, ეჭვმიტანილის დაკავება აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდმაც დაადასტურა. გამოძიება მიუთითებს იმაზე, რომ ეროვნული გვარდიის წევრს ნამდვილად შეეძლო გასძღოლოდა ჯგუფს ონლაინ ჩათში, სადაც მან საიდუმლო დოკუმენტები გამოაქვეყნა.
მანამდე მედია უკვე წერდა, რომ მრავალი წლის განმავლობაში პენტაგონის დოკუმენტების უდიდესი გაჟონვის წყარო აღმოჩნდა ამერიკული სამხედრო ბაზის თანამშრომელი, რომელიც დოკუმენტებს დახურულ ჩათში ე.წ. „გეიმერებისთვის აქვეყნებდა“. როგორც გამოცემა „ვოშინგტონ პოსტი“ წერდ, იგი ამ ქაღალდებს აქვეყნებდა, რათა „მოვლენების შესახებ საქმის კურსში ჰყოლოდა ნაცნობები