1740372372
რა ხდება ამ წუთებში რიკოთზე - კილომეტრიანი საცობი და უსაფრთხოების კონტროლი საპატრულო ეკიპაჟისგან

ყოველდღე დილის 7-დან საღამოს 7-საათამდე რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებისა და ავტობუსებისათვის.
ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და სატვირთო ავტომობილების მოძრაობა დასაშვები იქნება საღამოს 9 საათიდან დილის 6-მდე. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროის ამ მონაკვეთში აკრძალული იქნება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, ავტომანქანებისა და მგზავრთა უსაფრთხოდ და შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მობილიზებულები არიან თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალის სხვადასხვა მონაკვეთზე.
თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით, გუშინ საღამოდან, უამრავი ადამიანი წავიდა. ქალაქი დაცარიელდა, სამაგიეროდ, საცობებია რიკოთზე. ფაქტის ამსახველი კადრები მოგზაურთა კლუბის ფეისბუქ-გვერდზე გავრცელდა.