პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
აშშ-ის სამთავრობო საიდუმლო დოკუმენტების მასიური გაჟონვის უკან დგას კაცი, რომელიც აშშ-ის სამხედრო ბაზაზე მუშაობდა და უაღრესად გასაიდუმლოებულ დოკუმენტებს Discord-ის პლატფორმის ჯგუფს უზიარებდა, - ამის შესახებ The Washington Post-ი წერს.
გამოცემის ცნობით, დაახლოებით 20-მა ადამიანმა, რომლებიც „იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის ინტერესით“ იყვნენ გაერთიანებული, 2020 წელს პოპულარულ ონლაინ პლატფორმა Discord-ზე დახურული ჯგუფი შექმნეს.
„კაცმა, რომელიც OG-ს ეძახიან, გამოაქვეყნა შეტყობინება, რომელიც სავსე იყო უცნაური აკრონიმებითა და ჟარგონებით. OG ამტკიცებდა, რომ იცოდა საიდუმლოებები, რომელსაც მთავრობა რიგითი მოქალაქეებისგან მალავდა.
ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა ყურადღებით წაიკითხა OG-ის შეტყობინება და ასობით სხვა, რომლებიც, მისი თქმით, რეგულარულად იგზავნებოდა რამდენიმე თვის განმავლობაში. მან აღნიშნა, რომ „ეს იყო საიდუმლო სადაზვერვო დოკუმენტების სიტყვიერი ჩანაწერები, რომლებიც OG-მ სამხედრო ბაზაზე მუშაობისას მიიღო“.
OG-მ ჯგუფის წევრებს უთხრა, რომ ის საათობით მუშაობდა საიდუმლო დოკუმენტებისთვის, რათა ისინი მეგობრებისთვის Discord-ის სერვერზე გაეზიარებინა. მოგვიანებით, დოკუმენტების ხელით გადაწერაზე დროის დაკარგვის ნაცვლად, დოკუმენტებს სურათები გადაუღო და სერვერზე ატვირთა.
ჯგუფის ერთ-ერთი წევრის თქმით, OG არ იყო მტრულად განწყობილი აშშ-ის მთავრობის მიმართ და ამტკიცებდა, რომ ის არც ერთი ქვეყნისთვის არ მუშაობს“, - წერს გამოცემა.