პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის თქმით, სტამბოლში მომხდარი აფეთქება, სავარაუდოდ, ტერაქტი იყო და საქმეში ქალიც ფიგურირებს.
,,არასწორი იქნებოდა, დარწმუნებით გვეთქვა, რომ ეს ტერაქტია, თუმცა წინასწარი მონაცემებით, სათვალთვალო ვიდეოკამერებიდან ამოღებული კადრების გათვალისწინებით, ასევე - პირველადი ინფორმაციით, რომელიც გუბერნატორმა მოგვაწოდა, მომხდარს "ტერაქტის სუნი აქვს", - განაცხადა ერდოღანმა.
მისივე თქმით, დამნაშავეები საკადრისად დაისჯებიან.
ერდოღანმა აღნიშნა, რომ პირველადი დასკვნების საფუძველზე, საქმეში ქალი ფიგურირებდა.
ამასთან, მედიასაშუალებები ავრცელებენ ფოტოს, რომელზედაც, მათი მტკიცებით, ისტიკლალზე მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილი ქალი ჩანს.