დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ტაივანის აღმოსავლეთ სანაპიროს ტაიფუნმა „ჰაიკუიმ“ გადაუარა, რის შედეგადაც დაშავდა 40-ზე მეტი ადამიანი. კუნძულზე ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. სტიქიის დროს ქარი 200 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა და იყო ძლიერი წვიმა.
როგორც BBC წერს, მიუხედავად იმისა, რომ წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში ტაიფუნების სეზონია, ეს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში პირველი ტაიფუნია, რომელიც პირდაპირ ტაივანს დაატყდა თავს.
სტიქიამ მოგლიჯა ხეები და დააზიანა მანქანები. ოფიციალური პირების ინფორმაციით, ადამიანებმა დაზიანებები ძირითადად, ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად მიიღეს. ორი პირი კი იმ დროს დაშავდა, როცა მთიან რეგიონში წაქცეული ხე მანქანას დაეცა. კუნძულზე 160 000 აბონენტი ელექტრომომარაგების გარეშე იყო დარჩენილი.
წინასწარი ინფორმაციით, სტიქიას მსხვერპლი და რაიმე სერიოზული ინფრასტრუქტურული ზიანი არ მოჰყოლია.
ასევე ნახეთ:
ლაშქრობაში წასული ახალგაზრდა ქალი დასისხლიანებული და მკვდარი იპოვეს - საქმე 36 წლის შემდეგ გახსნეს