1740372372
VIDEO: სოციალურ ქსელში ძლიერი ხანძრის კადრები გავრცელდა - მოსკოვში კიდევ ერთი სავაჭრო ცენტრი იწვის

რუსეთში, მოსკოვის ოლქში, ბალაშიხას სავაჭრო ცენტრ "სტროიპარკში" ხანძარია. რუსული სახელმწიფო მედია TASS ამბობს, რომ ხანძარი დილით 08:33 საათზე დააფიქსირეს.
მედიას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, რომ ცეცხლი 9 000 კვ.მ. ფართობეზე გავრცელდა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, ხანძრის შედეგად სავაჭრო ცენტრის დაცვის თანამშრომელი დაშავდა.