რა უძღოდა წინ ხელვაჩაურში ავარიას, რომელსაც 5 წლის ბავშვი ემსხვერპლა
1790623862
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი აცხადებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ლუგანსკის ოლქის გამშვებ პუნქტს ცეცხლი გაუხსნეს, რა დროსაც გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ჰუმანიტარული დახმარების მანქანების კოლონა იქ იმყოფებოდა.
მესაზღვრეებმა მშვიდობიანი მოქალაქეები თავშესაფარში გადაიყვანეს. ზალუჟინის თქმით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოყოლია.
მისივე ინფორმაციით, ჰუმანიტარული დახმარების ოთხმა მანქანამ ტერიტორია დატოვა, 8 კი გამშვებ პუნქტთან რჩება.
„ხაზს ვუსვამ, რომ ეს არის რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებისა და მინსკის შეთანხმებების კიდევ ერთი უხეში დარღვევა“, - წერს მთავარსარდალი.