უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ უკრაინაში ომი არ დაიწყოს - ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“თავმჯდომარე

"ნებისმიერი ომი, რომელიც შეიძლება, უკრაინის ტერიტორიაზე წარიმართოს, უმძიმესი იქნება პირველ რიგში უკრაინელი ხალხისთვის და უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ომი არ დაიწყოს", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ უნდა დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას და ყოველი შემდგომი გადაწყვეტილება ამის მიხედვით უნდა მივიღოთ. პირველი, ჩვენ სოლიდარობას კიდევ ერთხელ ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ომი, რომელიც შეიძლება უკრაინის ტერიტორიაზე წარიმართოს, იქნება უმძიმესი პირველ რიგში უკრაინელი ხალხისთვის და პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ომი არ დაიწყოს, არ იქნას დაშვებული და ზიანი არ მიადგეს ჩვენ მეგობარ უკრაინელ ხალხს. ეს არის ერთი და ამასთანავე, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს უსაფრთხოებაზე და თითოეული ჩვენი ნაბიჯი იქნება, რა თქმა უნდა, ამ პრინციპებიდან გამომდინარე", - განაცხადა კობახიძემ.