VIDEO: რა რეაქცია ჰქონდა ანა ვინტურს თეატრში შესვლისას, როდესაც ID ბარათის წარდგენა მოსთხოვეს 

ანა ვინტური

დამახასიათებელი სტილის მქონე, მოდის სამყაროს ყველაზე გავლენიანი ქალი ანა ვინტური ვერ იცნეს.

ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს ვინტურის რეაქცია, როდესაც მას თეატრში შესასვლელად პირადობის დამადასტურებელი მოწმობა მოსთხოვეს.

ვინტური ბროდვეიზე, Cherry Lane Theatre-ში ერთ-ერთ სპექტაკლზე დასასწრებად იყო მისული. შენობაში შესვლისას, კართან მდგომმა თანამშრომელმა გააჩერა და მას ID ბარათის წარმოდგენა მოსთხოვა.

ჩანაწერით ირკვევა, რომ ვინტური ამ ქმედებით დაიბნა და შეიძლება ითქვას, გაბრაზდა კიდეც. 

ვიდეო ⇓