„მე არ ვარ შვილმკვდარი დედა, მე ვარ გმირი კაცის დედა…“ – ოთო გურგენიშვილის დედის ემოციური ინტერვიუ

ოთო გურგენიშვილი

პოდკასტში - „შენი ამბავი თაიასთან“ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ტრაგიკულად გარდაცვლილი ოთო გურგენიშვილის დედამ, ნანა მათუზაშვილმა შვილის შესახებ ისაუბრა.

ინტერვიუში ნანა მათუზაშვილი საზოგადოებას ემოციური სიტყვებით მიმართავს და საკუთარ დამოკიდებულებაზე საუბრობს.

„საზოგადოებას მინდა მივმართო, მე მაქვს საკუთარი დამოკიდებულება სიკვდილთანაც, გარდაცვალებასთანაც, დედა-შვილობასთანაც და ყველაფერთან იმიტომ, რომ ჩვენი ამბავი არ არის ჩვეულებრივი ამბავი. მე არ ვარ შვილმკვდარი დედა, მე ვარ გმირი კაცის დედა. ძვირფასო საზოგადოებავ, ვისაც მოგწონვართ თუ არ მოგწონვართ, ამას ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მე ჩემი ვაჟი, ოთო გურგენიშვილი, ჩემი ცხოვრებიდან არ გამიშვია, მე მიცვალებულად არ მიღიარებია“, – ამბობს ოთო გურგენიშვილის დედა.

შეგახსენებთ, 21 წლის ოთო გურგენიშვილი ქალაქ რუსთავში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ტრაგიკულად დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა პოეტმა სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლე დაუფიქრებლად გაწირა.