66 000-ზე მეტ პირს დავალიანება გაუნულდება! - ნახეთ, ვის შეეხება ცვლილებები
1740253942
ria.ru-ს ცნობით, მოსკოვში ქარიშხალი მძვინვარებს. რამდენიმე ადამიანი სხვადასხვა სახის დაზიანებით დედაქალაქის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. დაიღუპა ერთი მოქალაქე. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა.
„უამინდობის გამო 10 ადამიანი უკვე გადაიყვანეს მოსკოვის საავადმყოფოებში სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებით, ერთი ადამიანი გარდაიცვალა“, - განაცხადა სობიანინმა.
პროკურატურამ გამოძიება ხის დაცემის შედეგად მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე დაიწყო.
სობიანინმა აღნიშნა, რომ შესაბამისი სამსახურები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მოსკოვში მომხდარი ქარიშხლის შედეგები აღმოიფხვრას.
მოსკოველებს მოუწოდებენ, თუ ეს შესაძლებელია, სახლში დარჩნენ უახლოეს საათებში, ამინდის პროგნოზის მიხედვით, მოსალოდნელია კიდევ უფრო ძლიერი წვიმა და ქარიშხალი.