პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„მოსკოვში, უდიდესი პიანისტისა და მოაზროვნეს ალექსეი ლუბიმოვის კონცერტი, რომელზეც უკრაინის სოლიდარობის ნიშნად მეორე განყოფილებაში ვალენტინ სილვესტროვის მუსიკა უნდა შეესრულებინა პოლიცია გამოჩნდა“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი წერს და ვიდეოს ავრცელებს.
„დაკვრის პროცესში მოსთხოვა დაუყოვნებლივ გაჩერება და აუდიტორიას დარბაზის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა უსაფრთხოების შემოწმების მიზეზით. გამოაცხადეს, რომ გაწვრთნილი ძაღლებითა და სპეციალური ხელსაწყოებით შენობის დათვალიერების შემდეგ პიანისტს მისცემდნენ კონცერტის გაგრძელების საშუალებას, თუმცა აღარავინ შეუშვეს უკან შენობაში და მიზეზიც აღარ განუმარტავთ ორი საათის განმავლობაში უკლებლივ მომლოდინე რამდენიმე ასეული მსმენელისათვის…
ტოტალიტარიზმის მწვერვალმა უკვე დაისადგურა ყველა სფეროში რუსეთის მიწაზე!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!“, - წერს ნიკოლოზ რაჭველი.