დაკავებულია პირი, რომელიც ბაჩიაშვილს ქვეყნიდან ფარულად გაყვანაში დაეხმარა - შსს დეტალებს ავრცელებს
1741252008
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო Fox News-ის ეთერში შუბლზე გამოსახული ნაცრის ჯვრით ჩაერთო.
ნაცრის ჯვრის გამოსახვა შუბლზე კათოლიკურ სამყაროში დიდი მარხვის დაწყებას უკავშირდება. ამით რუბიომ მიანიშნა, რომ „ნაცრის“ ოთხშაბათს მესას დაესწრო.
კათოლიკეებთან დიდი მარხვის დასაწყისში არის “ნაცრის” დღე - სინანულის ნიშნად. ბიბლიური ტრადიციის თანახმად (ბიბლიური გმირები გლოვისას თავზე ნაცარს იყრიან), ნაცრით ჯვარს სახავს მღვდელი შუბლზე და დემონსტრაციულად აჩვენებს, რომ ქრისტიანული ტრადიციის მიმდევარია.