VIDEO: კაცს მესამე გული აქვს - უკრაინაში პირველად უნიკალური ოპერაცია ჩატარდა

ოპერაცია

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს გულის ინსტიტუტში უნიკალური ოპერაცია ჩატარდა - 30 წლის მამაკაცს გულის რეტრანსპლანტაცია ჩაუტარდა.

„30 წლის პიტერს გადანერგვა გაუკეთა, ეს მისი მესამე გულია. პირველი გადანერგვა მინსკში ჩაუტარდა, მაგრამ დროთა განმავლობაში მას გულის უკმარისობა დაეწყო.

ოპერაცია წარმატებით ჩაატარა გულის ინსტიტუტის ექიმების ჯგუფმა. პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.  სამედიცინო დაწესებულებამ ასევე მადლობა გადაუხადა დონორის ოჯახს და აღნიშნა, რომ კიდევ ერთმა პირმა მიიღო სრულფასოვანი ცხოვრების შანსი“,- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობილია, რომ ნოემბერში დონორი ბიჭი მწვავე ცერებროვასკულარული შემთხვევის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს. რამდენიმე დღის შემდეგ ექიმებმა მას ტვინის სიკვდილის დიაგნოზი დაუსვეს. რთული გადაწყვეტილების შემდეგ, მისი მშობლები დათანხმდნენ, რომ შვილი დონორი ყოფილიყო.