VIDEO: „იყო რამდენიმე შეჯახება“... სკანდალური ინციდენტის დეტალები - რა შეემთხვა ჰარისა და მეგან მარკლს

სკანდალური ინციდენტი

პაპარაცების მხრიდან დევნის გამო, პრინცი ჰარი და მეგან მარკლი კინაღამ ავარიაში მოჰყვნენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ინციდენტი მოხდა მას შემდეგ, რაც მათ სამშაბათს ღამით დატოვეს ფონდი ქალებისთვის, სადაც მეგან მარკლი დააჯილდოვეს.

„წუხელ, სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია და ქალბატონი რაგლანდი [მეგან მარკლის დედა] ავტომობილით თითქმის კატასტროფული დევნის სამიზნე გახდნენ“, - განაცხადა წყვილის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

„ეს დევნა, რომელიც ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, მოიცავდა რამდენიმე შეჯახებას, რომელშიც მონაწილეობდნენ სხვა მძღოლები გზაზე, ფეხით მოსიარულეები და ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის ორი ოფიცერი“, - აღნიშნა მან.

წყვილის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დევნა შესაძლოა საბედისწერო ყოფილიყო.

„მიუხედავად იმისა, რომ საზოგადო მოღვაწეობას თან ახლავს საზოგადოების ინტერესის დონე, ეს არასდროს უნდა მოხდეს ვინმეს უსაფრთხოების ფასად“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 VIDEO: ლელა წურწუმია ახალი ჰიტით რეიტინგების მოხსნას აპირებს - ნახეთ ვიდეო

👉 „ზამთარში, 14 კილომეტრს ფეხით დავდიოდი... ფეხსაცმლის გარედან წინდას ვიცვამდი, რომ არ წავქცეულიყავი“ - გაიცანით „პრაიმჰაუსელი“ გიორგი სუთიძე

👉 „ღამის გასათევად მოვხვდი ოჯახში, სადაც დამიტოვეს... მე ვიყავი ინიციატორი, პირველი ღამე შემდგარიყო ”- მზია გეწაძე

👉 ძლიერი წვიმა, სიცივე და ქარი - გაფრთხილება ამინდის შესახებ