მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული შეიწყალა
1737302050
მომღერალი აჩიკო მეფარიძე ეპატაჟურობით გამოირჩევა და მისი ჩაცმულობა ხშირად, საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს ხოლმე.
ამჯერად, „პრაიმტაიმის“ ობიექტივში მისი შარვალი და ფეხსაცმელი მოხვდა, რომელიც ძვირად ღირებული, 6-მეტრიანი სარისგან არის შეკერილი.
როგორც მომღერალმა გვითხრა, ნაჭერი დაახლოებით, 120 წლისაა.
„ეს ინდური სარია, რომელიც საუკუნეზე მეტი ხნისაა. ხელნაკეთია, ყველაფერი ხელით არის დაქარგული. თბილისელმა დიზაინერმა, დავით გევორქოვმა, რომლის სამოსიც მსოფლიოს 17 ქვეყანაში არის წარმოდგენილი, გააკეთა კოლექცია, ეს შარვალი და ფეხსაცმელი სწორედ იქიდანაა.
ეს საქორწილო სარია, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა, შემდეგ კი ყველა მექორწილე თავის ნაქარგებს ამატებდა. პირველად დღეს მაცვია... ამის ღირებულება, ჩემთვის, რამდენიმე ათასი დოლარია. ვფიქრობ, სახლში შუშაში დავკიდებ და მექნება როგორც საინტერესო ექსპონატი.“ - გვითხრა აჩიკო მეფარიძემ.
სტატიის სხვა ვებგვერდზე გამოქვეყნება აკრძალულია რედაქციასთან შეთანხმების გარეშე