პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გლოვის დღეებში მარგალიტის სამკაულებისა და შავი ფერის ქუდის ტარების ტრადიცია 1861 წლიდან იღებს სათავეს და ის ელისაბედ მეორის დიდი ბებიის, დედოფალი ვიქტორიას სახელს უკავშირდება. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მას შემდეგ, რაც ვიქტორიას მეუღლე, პრინცი ალბერტი გარდაიცვალა, მეუღლისადმი პატივისცემის ნიშნად დედოფალი 40 წლის განმავლობაში სწორედ შავი ფერის ქუდსა და სამოსს ატარებდა.
რაც შეეხება მარგალიტის სამკაულს, დედოფალი ვიქტორია მიიჩნევდა, რომ ის ყველაზე კარგად გამოხატავდა ცრემლს. ასე იქცა სამეფო ოჯახში შავი ფერის ქუდი და მარგალიტი გლოვის მთავარ გამოხატულებად.
სწორედ ამიტომ ელისაბედ მეორის დაკრძალვის ცერემონიაზე სამეფო ოჯახის წევრი ყველა მანდილოსანი მარგალიტითა და შავი ფერის ქუდით იქნება წარმოდგენილი.