VIDEO: ფილიპ კირკოროვი მოლდოვაში არ შეუშვეს

კირკოროვი

26 ივლისს ცნობილი რუსი მომღერალი, ფილიპ კირკოროვი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში გამოვიდა. შემსრულებელმა, რომელიც ღიად უჭერს მხარს პუტინის აგრესიულ პოლიტიკას, ოკუპანტებს „გმირები“ უწოდა. ამის შემდეგ მან მოლდოვაში შესვლა სცადა, მაგრამ არ შეუშვეს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. 

ცნობილია, რომ კირკოროვი კიშინიოვში 28-29 ივლისის ღამეს ჩავიდა. VIP დარბაზიდან გასასვლელში მესაზღვრეებმა განაცხადეს, რომ მას ეკრძალებოდა მოლდოვას რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლა, ამიტომ მომღერალი იძულებული გახდა უკან დაბრუნებულიყო.

„მოლდოვის სასაზღვრო პოლიციამ დადგენილი ოქმებით დაადგინა, რომ ფილიპ კირკოროვის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ნებართვის პირობები არ დაკმაყოფილდა“, - განმარტავენ უწყებაში.