66 000-ზე მეტ პირს დავალიანება გაუნულდება! - ნახეთ, ვის შეეხება ცვლილებები
1740253942
ევროპის სამხრეთში, ტემპერატურის მატების გამო, ხანძრებმა იმატა. განსაკუთრებით რთული სიტუაციაა პორტუგალიასა და ესპანეთის დასავლეთში, ჰაერის ტემპერატურამ 45 გრადუსს გადააჭარბა.
ქვეყნის ხელისუფლებამ ყველა ძირითადი ავტომაგისტრალი გადაკეტა. პორტუგალიის სამხრეთში, ალგარვეს ტურისტულ რეგიონშიც, სადაც ცეცხლის კერები საცხოვრებელ სახლებს მიუახლოვდა. პორტუგალიაში სტიქიის ზონებიდან ევაკუირებულია 800-მდე ადამიანი.
ესპანეთის დასავლეთში ხანძარმა უკვე გაანადგურა 4000 ჰექტარზე მეტი ტერიტორია. ხანძრის კერებია საფრანგეთის ჟირონდის რეგიონშიც.
ხანძრების გამო, საბერძნეთის კუნძულ სამოსის ორი სოფლის მცხოვრებთა ევაკუაცია განხორციელდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეგეოსის ზღვიდან წყლის ამოღებისას ჩამოვარდა უკრაინისგან ნაქირავები ვერტმფრენი. დაიღუპა ბორტზე მყოფი ორი ადამიანი.