1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ევროკავშირი, აშშ და კიდევ 40-ზე მეტი ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც ქვეყნები მხარს უჭერენ უკრაინას, ქვეყანაში შეჭრისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევისთვის, რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.
ხელმომწერი ქვეყნები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს სამხედრო ოპერაციები უკრაინაში, როგორც ეს სასამართლომ 2022 წლის 16 მარტის დროებითი ზომების შესახებ ბრძანებაში დაავალა.
განცხადებაში ასევე საუბარია, რომ გენოციდის შესახებ კონვენცია, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოეწერა ხელი, მოიცავს დაპირებას, შეაჩეროს გენოციდი და დააკისროს პასუხისმგებლობა მის ჩამდენს.