პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ევროკავშირი გმობს ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას უკრაინის ყველა მოქალაქისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურების დაჩქარების შესახებ და ამ დოკუმენტებს არ აღიარებს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლეს ევროკომისარ ჯოზეფ ბორელის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ახალი რუსული კანონმდებლობა, რომელიც ყველა უკრაინელისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურას ამარტივებს, არის უკრაინის სუვერენიტეტის კიდევ ერთი უხეში დარღვევა, რომელიც რუსეთის უკანონო ომს უკავშირდება. ევროკავშირი ამ პასპორტებს არ აღიარებს“, - ამბობს ბორელი.
პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, უკრაინაში მუდმივად მცხოვრებ ადამიანებს რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული პროცედურით მიღებას სთავაზობენ. „დადგინდეს, რომ უკრაინის, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ან ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში, ან ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში, ან უკრაინის ტერიტორიაზე, უფლება აქვთ, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა გამარტივებული წესით მიიღონ“, - წერია დოკუმენტში.