1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ახლა ფოკუსი არაა წევრობაზე, მაგრამ რასაც ვაკეთებთ უკრაინის დასახმარებლად, მათ დააახლოებს წევრობასთან,- ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
„სამი ქვეყანა, რომელსაც სურს NATO-ს წევრობა. ეს არის საქართველო, უკრაინა და ბოსნია ჰერცოგოვინა. ბოსნია ჰერცოგოვინაში სერიოზული გამოწვევებია, ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ მათ, რათა გაძლიერდეს დემოკრატიული ინსტიტუტები, მათი პრობლემები თქვენ ისევე კარგად იცით, როგორც მე. რაც შეეხება საქართველოს და უკრაინას, ორ სხვადასხვა ქვეყანას, უკრაინასთან მიმართებით მთავარი ფოკუსი ახლა არის დახმარების გაწევა, რომ უკრაინა შენარჩუნდეს, როგორც სუვერენული ქვეყანა და ეს არის მთავარი ფოკუსი, ფოკუსი არაა წევრობაზე ახლა, მაგრამ რა თქმა უნდა ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ დასახმარებლად და უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების მოდერნიზაციისთვის, მათ დააახლოებს წევრობასთან რაღაც ეტაპზე. საქართველოსთვის, კიდევ ერთხელ, მთავარი ფოკუსი რეფორმებია, რათა დავეხმაროთ NATO-ს წევრობისკენ სვლაში, მაგრამ როგორც თქვენ ყველამ იცით, გაწევრიანებაზე ყველა გადაწყვეტილება არის ალიანსის ყველა წევრის კონსენსუსით და არ არსებობს, როგორ ვთქვა, შეთანხმება NATO-ში რომ ახლა გადადგა შემდეგი ნაბიჯი და გქონდეს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (მაპ), ფოკუსი რეფორმებზეა და შემდეგ იმედია ერთ დღეს ჩვენ გადავდგამთ მორიგ ნაბიჯს",- განაცხადა სტოლტენბერგმა.