VIDEO: ესპანეთში პომიდვრებით ,,ომი" გაიმართა

ესპანეთი

ესპანეთის ქალაქ ბუნოლში, 75-ე ყოველწლიური ფესტივალი - პომიდვრებით ომი - „ლა ტომატინა“ გაიმართა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, წელს ფესტივალში მონაწილეობა 20 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო. ისინი ქალაქის ქუჩებში გავიდნენ და ერთმანეთს 130 ტონა გადამწიფებულ პომიდვრებს ესროდნენ. კორონავირუსის პანდემიის გამო ფესტივალი ბოლო 2 წლის განმავლობაში არ გამართულა.

ფესტივალი სათავეს 1945 წელს იღებს და ტრადიციულად ყოველი წლის აგვისტოში ტარდება. მას მსოფლიოს მასშტაბით უამრავი მაყურებელი ჰყავს.