არსებობს თუ არა საქართველოში ,,პომიდვრის ვირუსის" გავრცელების საშიშროება

პომიდვრის ვირუსი

,,პომიდვრის ვირუსის" საქართველოში გავრცელების საფრთხე არ არსებობს, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ე.წ პომიდვრის ვირუსის შემთხვევები ინდოეთში დაფიქსირდა. ვირუსს ახასიათებს კანზე ბუშტუკოვანი გამონაყარი და ის ძირითადად ბავშვებში ვრცელდება. ვირუსს დაბალი სიკვდილიანობა ახასიათებს.

„ძირითადად ბავშვებში ფიქსირდება, შესაძლოა ჩვენთანაც არის საკმაოდ მაღალი გავრცელება ისეთი ვირუსის, როგორიც არის ხელის, ფეხის დაავადება, რომელსაც კოკსაკის ვირუსი იწვევს. შეშფოთების საფუძველი ნამდვილად არ არის და სიკვდილიანობა მცირეა“, - აცხადებს კულუმბეგოვი.