თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი დილამდე შეუწყდა - ნახეთ, მისამართები
1731950531
მამაკაცი, რომელიც 27 წლის განმავლობაში უგზო-უკვლოდ დაკარგული იყო, სახლიდან რამდენიმე წუთის მოშორებით იპოვეს. შემთხვევა ალჟირში მოხდა. ომარ ბინ ომრანი 1997 წელს გაუჩინარდა. მაშინ ომარი სულ რაღაც 17 წლის იყო.
იმ დროს ქვეყანაში რთული პერიოდი იყო - სამოქალაქო დაპირისპირება პიკს აღწევდა, ადამიანები ყოველდღე ქრებოდნენ და კვდებოდნენ, ამიტომ მშობლები შვილის გაუჩინარებას საომარი მოქმედებების ჩატარებას უკავშირებდნენ. როდესაც ომარი გაუჩინარა, იფიქრეს, რომ თავდასხმების დროს დაიჭრა და გარდაიცვალა ან ისლამისტური ჯგუფის წევრებმა გაიტაცეს.
წლები ისე გავიდა, რომ ომარი ვერც ცოცხალი იპოვეს და ვერც გარდაცვლილი. ბოლოს ოჯახმა ხელი ჩაიქნია და ბედს შეეგუა. თუმცა, როგორც გაირკვა, ომარი 27 წლის განმავლობაში საკუთარი სახლიდან 200 მეტრში იმყოფებოდა. ის ხანში შესულმა მეზობელმა თივით სავსე ჭაში ჩააგდო.
საქმე მოულოდნელად გაიხსნა. გამტაცებლის ძმა, რომელსაც მემკვიდრეობის გაყოფა არ სურდა, პოლიციაში მივიდა და თქვა, რომ მის ძმას ბიჭი ჰყავდა დატყვევებული. გეგმამ მართლაც გაამართლა. ახლა 61 წლის გამტაცებელს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
გამტაცებელმა, სავარაუდოდ, ახალგაზრდა მსხვერპლი ნარკოტიკულ ან ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე მიაჯაჭვა და ომარი მათი გავლენის ქვეშ 27 წლის განმავლობაში რჩებოდა.
ომარის დედა, სამწუხაროდ, მის გამოჩენას ვერ მოესწრო. ქალი 2013 წელს ისე გარდაიცვალა. გამტაცებელმა ამავდროულად ომარის ძაღლიც მოკლა. როგორც ცნობილია, ძაღლი 17 წლის მოზარდის ადგილსამყოფელს გრძნობდა, ჭასთან მიდიოდა და იქ რჩებოდა ხოლმე.
გამტაცებელმა იფიქრა, რომ ამ გზით ოჯახს შვილის კვალზე გასვლა შეეძლო და ამიტომ, ძაღლი მოკლა.