1751352220
VIDEO: 12 საათი სიცოცხლესა და სიკვდილს შორის - უნიკალური ოპერაცია, რომელმაც 9 წლის გოგონა გადაარჩინა
ისრაელში ყველაზე რთული და იშვიათი ოპერაცია ჩატარდა, რომელიც 12 საათის განმავლობაში მიმდინარეობა.
ექიმებმა 9 წლის გოგონას თავისა და ზურგის დამაკავშირებელი სისხლძარღვები და ნერვები ხელახლა გადაალაგეს.
ამ უნიკალურ ოპერაციას, „შნაიდერისა“ და „ბეილინსონის“ საავადმყოფოს ექიმები უძღვებოდნენ.
ოპერაციის სირთულიდან გამომდინარე, სხვადასხვა ცნობილი საავადმყოფოს არაერთი პროფილის ექიმი ცდილობდა 9 წლის გოგონას გადარჩენას.
ექიმებმა 9 წლის ტარი ამარის კისრის მალებზე სიმსივნე აღმოაჩინეს.
მთავარი სირთულე კი ის იყო, რომ სიმსივეს მთლიანად ჰქონდა მოცული კისრის მეორე მალა, რაც ფაქტობრივად ადამიანის სხეულის ღერძს წარმოადგენს. სწორედ ამ ადგილზე იყრის თავს უამრავი სისხლძარღვი და ზურგისა და თავის ტვინი. ოპერაციის დროს, ექიმებს ყველა სისხლძარღვის გასუფთავება მოუხდათ.
ასევე ზურგის ტვინი ხერხემლისგან დროებით გამოაცალკევეს ისე, რომ თავი პრაქტიკულად სხეულს მოშორდა. ხერხემლისა და თავის ქალის ფუძეს შორის კი მეტალის ფირფიტა დაამაგრეს.
ამერიკული მოდელის მიხედვით, ექიმებმა სამგანზომილებიანი პროთეზი გამოიყენეს, რომელიც ხერხემალს თავის ქალასთან დააკავშირებს და ზურგის ტვინს დაფარავს.
ეს იშვიათი ოპერაცია ისრაელის კლინიკაში 2017 წელს ჩაატარეს.