„დათიკოს ისევ ესაჭიროება ოპერაცია“ - ოჯახს საზოგადოების დახმარება სჭირდება

დათი

ისრაელში მცხოვრები თეა ცხადაძე 8 წლის დათის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს. გუშინ არასრულწლოვანს რიგით მეხუთე ოპერაცია ჩაუტარდა, ახლა კი მეექვსე სჭირდება. ოჯახს საზოგადოების დახმარების იმედი აქვს.

„მეგობრებო! დათიკოს ისევ ესაჭიროება მე-6 ოპერაცია. გთხოვთ, კიდევ ერთხელ გავერთიანდეთ. ოპერაცია ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და მისთვის თითოეული ლარი, დოლარი, ევრო და შეკელი მნიშვნელოვანია. გადავარჩინოთ 8 წლის დათის სიცოცხლე.

ხვალ საღამოს 20:00-ზე მივდივარ მოსანახულებლად, თუ ვინმეს რამე შეგიძლიათ, გამატანეთ. დავდებ დედის, ქრისტინეს ანგარიშის ნომრებს. მადლობა, უფალმა დაგლოცოთ.“ - წერს თეა ცხადაძე.

GE90BG0000000101545483

GE05TB7962745064300024

პირადი ნომერი: 01007011324 მიმღები ქრისტინე მამუკაშვილი