ჯორჯინა უზკატეგუი ახალ კადრებს და ემოციურ პოსტს აქვეყნებს
1760731684
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ის და დონალდ ტრამპი ერთმანეთის გაგებას იწყებენ.
„ვფიქრობ, ჩვენ მნიშვნელოვან დიალოგებს ვაწარმოებთ და ვიწყებთ ერთმანეთის გაგებას. ვიცი, რომ პრეზიდენტი ძალიან კარგად არის ინფორმირებული ბრძოლის ველზე არსებული ვითარების შესახებ. ბევრი რამ იცის, რა ხდება უკრაინის ბრძოლის ველზე. ვფიქრობ, ეს ნამდვილად ეხმარება პროცესს, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ ომში ვართ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას.
ამასთან, ჟურნალისტმა ვოლოდიმირ ზელენსკის ჰკითხა, რითი განსხვავდება დონალდ ტრამპთან ახლანდელი შეხვედრა წინა შეხვედრებისგან, ასევე უთხრა, რომ კარგად გამოიყურებოდა, რაზეც ზელენსკიმ უპასუხა:
„პირველ რიგში, კოსტიუმის შესახებ – იგივე ტანსაცმელია, რადგან იგივე პრეზიდენტია. ძალიან მარტივია. შემდეგ პრეზიდენტს სხვა კოსტიუმი ექნება“.