17 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1726514580
ვერავინ აიძულებს „ჰამასს“, აღიაროს ისრაელი, როგორც ლეგიტიმური სახელმწიფო, – ამის შესახებ „ჰამასის“ პოლიტიკური ბიუროს ახალმა ხელმძღვანელმა, იაჰია სინვარმა განაცხადა.
პალესტინური ჯგუფების განიარაღების და პალესტინის ეროვნული ერთობის მთავრობის ფორმირების ინიციატივებზე საუბრისას, „ჰამასის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ წინააღმდეგობის მოძრაობას ვერვანი აიძულებს დაყაროს იარაღი.
„ჩვენ არასდროს გავწყვეტთ ურთიერთობას ირანთან და სხვა მხარეებთან. ჩვენ მებრძოლები ვართ პალესტინის თავისუფლების განსახორციელებლად და რევოლუციონერები, რათა მივცეთ თავისუფლების უფლება ჩვენს ერს. ჩვენ ვიბრძოლებთ ოკუპანტების წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა კანონების შესაბამისად და გავაგრძელებთ ჩვენი სამხედრო ძალების გაძლიერებას ჩვენი ერის დასაცავად. პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების გარეშე ისრაელის პატიმრები ვერასოდეს გათავისუფლდებიან“, – განაცხადა იაჰია სინვარმა.