ვატიკანი: რომის პაპს სუნთქვა უძნელდება პნევმონიის გამო

რომის პაპი

რომის პაპმა ფრანცისკემ ბრონქოსპაზმი განიცადა, რამაც გამოიწვია ღებინება. - განაცხადა ვატიკანმა. ვატიკანის ცნობით, ამ ეპიზოდის შემდეგ პაპს ჩაუტარეს არაინვაზიური ვენტილაცია და თავს კარგად გრძნობდა.

ვატიკანის განცხადებით, რომის პაპი მთელი დღის განმავლობაში ფხიზლად იყო.
ამ ეპიზოდამდე, რომის პაპმა ფრანცისკემ დილა ლოცვასა და რესპირატორული ფიზიოთერაპიის მონაცვლეობით გაატარა. 

დღეს აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა, ვენსმა ისაუბრა პაპზე ილოცა 88 წლის პონტიფიკისთვის. ვიცე-პრეზიდენტმა აღიარა მათი პოლიტიკური განსხვავებები, მაგრამ თქვა, რომ ის ყოველდღიურად ლოცულობს პაპისთვის.
ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა მიიწვია დამსწრეები, რომ შეუერთდნენ მას რომის პაპ ფრანცისკეს ჯანმრთელობისთვის ლოცვაში. „ვიმედოვნებ, რომ რომის პაპს შეუძლია გადალახოს ჯანმრთელობის გამოწვევები“. - თქვა მან.