დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.
„ვახტანგ კიკაბიძის სახელი სამუდამოდ ჩაწერილია საბჭოთა კავშირისა და საქართველოს კულტურაში. მრავალმხრივი ნიჭის, მაღალი პროფესიონალიზმის, ხელოვნებაში მის მიერ შემოტანილი ახალი და განუმეორებელი სულის წყალობით ვახტანგ კიკაბიძე მთელი ეპოქის სიმბოლო გახდა. დაუვიწყარი პერსონაჟები, რომლებიც მან კინოში შექმნა, სიმღერები, რომლებიც შესრულების ორიგინალური ოსტატობით იმღერა, განსაკუთრებულ ადგილს იკავებს რამდენიმე თაობის გულებში.
ვახტანგ კიკაბიძე აზერბაიჯანის დიდი მეგობარი იყო. მისი შემოქმედება ყოველთვის სარგებლობდა აზერბაიჯანელი ხალხის სიყვარულით, მას დიდი პატივისცემითა და სიმპათიით ეპყრობოდნენ. მან დიდი წვლილი შეიტანა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის კულტურული კავშირების განვითარებასა და მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობების გაძლიერებაში.
ნათელი მოგონებები გამოჩენილ ოსტატ და გულწრფელ ადამიანზე - ვახტანგ კიკაბიძეზე ყოველთვის იცოცხლებს ჩვენს გულში.
ვიზიარებ თქვენს მწუხარებს ამ მძიმე დანაკარგთან დაკავშირებით. ჩემი და მეხრიბან ხანმის სახელით სამძიმარს გამოვხატავ“, - წერია ილჰამ ალიევის სამძიმრის წერილში.
84 წლის ასაკში მომღერალი, მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე გარდაიცვალა.