1728499899
„ბუბაზე უკეთესი სადღეგრძელო არ ვიცოდი. მისი ღიმილი ყოველთვის იქნება ჩემს გულში...“ - სოსო პავლიაშვილი
რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი, სოსო პავლიაშვილი მომღერლისა და მსახიობის, ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას გამოეხმაურა.
„ეპოქა, რომელმაც ჩვენი ცხოვრება, განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის დროს, უკეთესი, ლამაზი, სულიერი გახადა, წავიდა... ის იმ ეპოქის კაცი იყო, როდესაც სიკეთეს, მეგობრობას, წესიერებას აფასებდნენ. ყოველთვის მაოცებდა მისი სამუშაო ეთიკა, მისი გულწრფელობა. მახსოვს, როგორ თბილად მეპყრობოდა. ბუბა კიკაბიძე, ნანი ბრეგვაძე, - ეს ის ფენომენებია, ვისთან ერთადაც დავიწყე და ამის შემდეგ უკვე შევქმენი ჩემი. ბუბაზე უკეთესი სადღეგრძელო არ ვიცოდი.
მისი ღიმილი ყოველთვის იქნება ჩემს გულში, ჩემ თვალწინ. სამძიმარს ვუცხადებ არა მარტო ქართველ ხალხს, არამედ საბჭოთა, რუსულენოვან ხალხსაც“, - თქვა პავლიაშვილმა.