1745604507
ბუბა კიკაბიძემ, როგორც გამორჩეულმა კინომსახიობმა და მომღერალმა, ხალხის განსაკუთრებული სიყვარული დაიმსახურა - ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას ეხმაურება.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო. ბუბა კიკაბიძემ, როგორც გამორჩეულმა კინომსახიობმა და მომღერალმა, ხალხის განსაკუთრებული სიყვარული დაიმსახურა. ვუსამძიმრებ ბუბა კიკაბიძის ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და ახლობლებს, ყველას, ვისთვისაც ძვირფასია მისი შემოქმედება“,- წერს ირაკლი კობახიძე.
ცნობისთვის, ბუბა კიკაბიძე დღეს, 15 იანვარს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.