1770145836
უსინათლო ბრიტანელი პორნოგრაფიის ყურების გამო გაასამართლეს
უჩვეულო სასამართლო პროცესი გაერთიანებულ სამეფოში - გამოცემა Telegraph-ის ინფორმაციით, 44 წლის ენდრიუ შოუს სამართალდამცველები არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის ყურებაში ადანაშაულებდნენ.
თუმცა, ბრალდებული ლაბრადორის ჯიშის ძაღლთან ერთად მივიდა. როგორც გაირკვა, ის უსინათლოა. შოუს ერთ თვალში მხედველობა საერთოდ არ აქვს, მეორე თვალში კი მხედველობის საკმაოდ დაბალი პროცენტულობა აღენიშნება. უსინათლოა შოუს მეუღლეც, რომელიც სასამართლო პროცესს ესწრებოდა.
დაცვის მხარის მტკიცებით, ბრიტანელმა მამაკაცმა პორნოგრაფიული შინაარსის მქონე მქონე მასალები მართლაც ჩამოტვირთა, თუმცა, არ იცოდა, რომ სექსუალური ხასიათის ვიდეოებში 16 წლამდე ასაკის ბავშვები მონაწილეობდნენ.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ენდრიუ შოუს მხოლოდ ადმინისტრაციული სახის ფულადი ჯარიმა დაეკისრა.











