წყალი 13 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართები
1770149016
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ევროპულ და ევრაზიის საქმეთა ბიუროს ხელმძღვანელი, ბრენდან ჰანრაჰანი დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ლაშა დარსალიას შეხვდა.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განრიგშია აღნიშნული, შეხვედრა ადგილობრივი დროით 11:30 საათზე, დახურულ ფორმატში იყო დაგეგმილი.
შეხვედრის თაობაზე დამატებითი დეტალების შესახებ ჯერ ინფორმაცია არ ვრცელდება.