ჯონდი ბაღათურია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1759747969
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის წინააღმდეგ ევროპარლამენტში უნდობლობის გამოცხდებაზე ორი კენჭისყრა იგეგმება. ევროპარლამენტში დებატები ერთობლივად გაიმართება 6 ოქტომბერს ცენტრალური ევროპის დროით 17:00 საათზე, ხოლო კენჭისყრა ცალ-ცალკე გაიმართება 9 ოქტომბერს, ცენტრალური ევროპის დროით შუადღისას.
„ევრონიუსის“ ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ულტრამემარჯვენეებისა და ულტრამემარცხენეების მიერ წარდგენილი წინადადებები წარუმატებლობისთვისაა განწირული, ისინი წარმოადგენენ ახალ გამოწვევას ფონ დერ ლაიენის ხელისუფლებაში დარჩენისა და მმართველობის სტილისთვის, რომელიც მისი მეორე მანდატის დაწყებიდან სულ უფრო და უფრო კრიტიკის ქარცეცხლში ექცევა. „ევრონიუსის“ შეფასებით, ორ წინადადებას ერთი საერთო აკავშირებს: ევროკავშირ-აშშ-ის სავაჭრო შეთანხმების მიმართ უარყოფითი რეაქცია და მის მიერ ევროპელი ექსპორტიორებისთვის დაწესებული უკიდურესად არახელსაყრელი პირობები.
„ევრონიუსის“ თანახმად, შეთანხმება, რომელიც ასევე მოიცავს არასავალდებულო პირობებს, რომ ამერიკაში წარმოებულ ენერგიაზე 750 მილიარდი ევრო დაიხარჯოს და ამერიკულ ბაზარზე 600 მილიარდი ევრო ინვესტირდეს, პოლიტიკური სპექტრის ყველა ნაწილის მხრიდან კვლავ მწვავე კრიტიკის საგანია.
ბოლოდროინდელი გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 52 პროცენტმა შეთანხმება ევროპისთვის „დამცირებად“ შეაფასა. ფონ დერ ლაიენმა აღიარა, რომ შეთანხმება „არასრულყოფილია“, თუმცა ამტკიცებს, რომ ის საკმარისად „მყარია“ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ წამოწყებული კომერციული პოლიტიკის გასაკონტროლებლად.