ჯონდი ბაღათურია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1759747969
საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და შეინახა 59,47 გრ. ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა, რაც რეალიზაციის მიზნით დააფასოვა, საიდანაც ნაწილი ბათუმში სხვადასხვა ლოკაციაზე განათავსა, ხოლო ნაწილს თავის საცხოვრებელ სახლში და პირადად ინახავდა.
აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერება და დაფასოებისთვის საჭირო ნივთები სამართალდამცველებმა ამოიღეს.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა) და 260 კვარტა მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.