1759659123
„ყველა ბავშვია და ყველაზე დიდი ასაკი 16 წლის იყო...“ - ფიტნესის ტრენერი მშობლებს მიმართავს

ფიტნესის ტრენერი ნინო ჩერქეზიშვილი, რომელსაც სოციალურ სივრცეში „ჩერის“ სახელით იცნობენ მშობლებს საგანგებო ვიდეოთი მიმართავს. მისი თმით „ტიკტოიკის“ პლატფორმის ქონა 16 წლამდე ბავშვებისთვის, მიუღებელია, რადგან აღნიშნულ აპლიკაციაში გამოყენებული კონტენტი მათ ფსიქიკასა და ცხოვრებაზე უარყოფითად მოქმედებს:
„ეს ვიდეო ეძღვნება მშობლებს და გთხოვთ ხმა მიაწვდინოთ ყველას. ჩემი დაქალის შვილი მარიამ ლამაზი ყველას გეცოდინებათ, აკეთებს ფილტრებს და მეთქი მხარდაჭერის მიზნით მეც გამოვიყენებ. რომ გადავედი ამ ფილტრზე ამომიგდო ბავშვების ვიდეოები, შოკში ვიყავი . ყველაზე დიდი ასაკით იყო 16 წლის. 8-9-11 წლისები. მშობლებო გაიგეთ, რომ „ტიკტოკი“ არის 16+ პლატფორმა. არ შეიძლება ამ ასაკის ბავშვებს ჰქონდეთ „ტიკტოკი“ ჩათვალეთ რომ მათ ყველაზე საფრთხის შემცველ გარემოში აგდებთ.
ჩათვალეთ რომ ცხოვრობთ ყველაზე მშვიდ დასახლებაში და იცით რომ მოშორებით ყველაზე საშინელი უბანია, იმ უბანში ჩააგდოთ ბავშვი, წამოხვიდეთ და მარტო დატოვოთ. ძალიან ბევრ მშობელს არ აქვს „ტიკტოკი“ და არ იცის რა ხდება აქ. არსებობენ ადამიანები რომლებიც მთლად დალაგებულები არ არიან და ეს ხალხი კიდევ აქეთ აქეზებს, რომ მეტი კონტენტი შექმნან. ეს 8-9 წლის ბავშვები ამას რომ უყურებენ ვეღარ არჩევენ რა არის ადეკვატური და რა არა. 16 წლამდე ბავშვებისთვის „ტიკტოკი“ არის ძალიან სახიფათო“, - ამბობს ნინო ჩერქეზიშვილი.
@cherrys_fitness დაიცავით ბავშვების მენტალური ჰიგიენა! ტიკტოკი არ არის ბავშვების პლატფორმა.
♬ original sound - Cherry