1744879827
უნგრეთში ლგბტ პრაიდის აკრძალვის წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ლგბტ პრაიდის ღონისძიების აკრძალვის წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელზეც ათასობით ადამიანი მონაწილეობდა.
კანონის გაუქმების მოთხოვნით, დემონსტრანტებმა ერჟებეტის ხიდი გადაკეტეს.
მომიტინგეების თქმით, ხუთივე ხიდის გადაკეტვას გეგმავენ.
აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მთავრობასთან კომპრომისის ძიების დრო დასრულდა.
აქცია გაიმართა უნგრეთის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ მიშკოლცშიც, სადაც რამდენიმე ასეულმა მომიტინგემ ასევე გამოხატა პროტესტი კანონის წინააღმდეგ.
შეგახსენებთ, უნგრეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს პრაიდის ღონისძიებების აკრძალვის შესახებ. მმართველი პარტიის ამ ინიციატივის მომხრე 136 დეპუტატი იყო, 27-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. კანონი ითვალისწინებს პრაიდის აკრძალვას იმ მოტივით, რომ ის შეიძლება ბავშვებისთვის საზიანოდ ჩაითვალოს