უნგრეთში დააკავეს მამაკაცი, რომელსაც უკრაინის სასარგებლოდ ჯაშუშობა ედება ბრალად

უნგრეთში დააკავეს მამაკაცი

უნგრეთში დააკავეს მამაკაცი, რომელსაც უკრაინის სასარგებლოდ ჯაშუშობა ედება ბრალად. ამის შესახებ უნგრული მედია წერს.

უნგრული სასამართლოს მტკიცებით, იშტვან გოლომ, უკრაინის სამხედრო დაზვერვის დავალებით, უნგრეთში ისეთი საქმიანობა განახორციელა, რომელიც, დამტკიცების შემთხვევაში, ჯაშუშობის დანაშაულს წარმოადგენს. სასამართლომ გოლო პატიმრობაში 21 ივნისამდე დატოვა.

მამაკაცი უნგრეთში საცხოვრებლად 1990-იან წლებში გადავიდა, თუმცა მას არ უფიქსირდებოდა ლეგალური შემოსავალი და ნასამართლეობის გამო ის უნგრეთში უკანონოდ იმყოფებოდა.

უნგრეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც უკრაინულმა მხარემ გამოავლინა უნგრეთის სამხედრო დაზვერვის ქსელი, რომელიც უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ ჯაშუშობდა. მაშინ უკრაინულ უწყებაში აღნიშნეს, რომ უცხოური დაზვერვა ცდილობდა აგენტურული ქსელის გაფართოებას. აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრიც. სიარტომ უნგრეთის ჯაშუშური ქსელის გამოვლენას „უკრაინულ პროპაგანდა“ უწოდა.