„ეს მოხდება წლის ბოლომდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას წინასწარმეტყველება
1758488078
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავიაკომპანია „Wizz Air“-ის მილიონობით მგზავრს ბათუმში დასვენებისკენ მოუწოდებს. „ესტუმრე ბათუმს და შეიგრძენი წამი“ ამ სათაურით სტატია ავიაკომპანიის საბორტო ჟურნალის გაზაფხულის გამოცემაში დაიბეჭდა.
„ბათუმი კონტრასტების ქალაქია - შავი ზღვის სანაპირო ზოლითა და კავკასიონის მთებით, მზითა და წვიმით, ისტორიითა და თანამედროვეობით, კულტურითა და თავგადასავლებით, რწმენებითა და ხედვებით, რიჟრაჟებითა და დაისებით. მოგზაურის აქაური მოგონებები ყოველთვის ღიმილით სავსეა, მოლოდინები კი გადაჭარბებული. ეწვიეთ ამ პატარა და მყუდრო ქალაქს და თავად გადაწყვიტეთ, ის ევროპის ფარული მარგალიტია თუ ყველა სეზონის დანიშნულების ადგილი. სადაც არ უნდა წახვიდეთ, დაიჭირეთ მომენტი და შეიქმენით დაუვიწყარი მოგონებები,“ - ნათქვამია სტატიაში.
ავიაკომპანია ,,Wizz Air“ ფრენებს 200-ზე მეტი მიმართულებით 50-მდე ქვეყანაში ასრულებს. აჭარის პოპულარიზაცია ავიკომპანიის საბორტო ჟურნალების ზაფხული-შემოდგომის ნომრებშიც იგეგმება. ჟურნალ ,,Wizz”-ის, რომელიც ორ თვეში ერთხელ გამოიცემა ყოველთვიურად 10 მილიონზე მეტი მგზავრი ეცნობა. ჟურნალი მკითხველს უზიარებს ინფორმაციას საინტერესო და გამორჩეული ტურისტული პროდუქტების, ქალაქების, ქვეყნების შესახებ და აცნობს სიახლეებს მასპინძლობის ინდუსტრიიდან.
ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
ტრაგედია ოთარ კიტეიშვილის ოჯახში
1758706315
27 საელჩოს ერთობლივი განცხადება
1758705818