Imex Frankfurt 2025-ზე საქართველოში საქმიანი ტურისტული მიმართულებით ღონისძიებების ჩატარება დაიგეგმა

Imex Frankfurt

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან, ასევე 9 სასტუმროსთან და კომპანიასთან ერთად ფრანკფურტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

Imex Frankfurt 2025-ზე მოლაპარაკებები შედგა წამყვან ევროპულ კომპანიებთან საქართველოში საერთაშორისო კონგრესების, კონფერენციებისა და ფორუმების ჩასატარებლად.

3 დღის განმავლობაში, საკონვენციო ბიუროსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა 50 შეხვედრა გამართეს საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიისა და ასოციაციის წევრებთან საქმიანი ტურიზმის მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავების მიზნით. გამოფენაზე უცხოური კომპანიები საქართველოს საქმიანი ტურიზმის მიმართულებით, სასტუმროებითა და ღონისძიების სივრცეებით დაინტერესდნენ. კერძო სექტორთან შეხვედრებზე საქართველოში წელს და მომავალ წელს საქმიანი ტურიზმის მიმართულებით რამდენიმე ღონისძიებისჩატარება დაიგეგმა.

Imex Frankfurt 2025-ის გამოფენას 150-ზე მეტი ქვეყნიდან 12 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს.გამოფენაზე 3100 კომპანია და ორგანიზაციაა წარმოდგენილი.