1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი მოუწოდებს ევროკავშირს, რუსეთს სანქციების აღარ დაუწესოს და მოლაპარაკებები დაიწყოს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
მისი თქმით, რაც უფრო მეტ სანქციებს დააწესებეს ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ, მით უფრო მტკივნეული იქნება თავად ორგანიზაციის წევრებისთვის.
„საბოლოოდ ევროპა ამ ომის დამარცხებულ მხარეს აღმოჩნდება ეკონომიკური პრობლემების გამო. ჩვენი რეკომენდაციაა, შეწყდეს სანქციების დაწესების პროცესი.
ჩვენ მივაღწიეთ წერტილს, როდესაც გავაცნობიერეთ, რომ სტრატეგია, რომელსაც 4 თვეა, მივყვებით, და ზოგიერთ წარმატებას მივაღწიეთ, უცვლელად გაგრძელდება, გონივრული მოსაზრების მიხედვით, ცუდად დასრულდება ევროპისთვის. ამიტომ უნდა ვიფიქროთ რამე სხვაზე. მოლაპარაკებები, სამშვიდობო შეთანხმება, დიპლომატია. ესაა ჩვენი გამოსავალი“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ მინისტრის მრჩეველმა.