უნგრეთი და ნიდერლანდები ევროკავშირის მიგრაციის პოლიტიკაზე უარის თქმას გეგმავენ

უნგრეთი და ნიდერლანდები ევროკავშირის მიგრაციის პოლიტიკაზე უარის თქმას გეგმავენ

უნგრეთი ევროკავშირის მიგრაციის პოლიტიკაზე უარის თქმას აპირებს. ინფორმაციას DW ავრცელებს.

„არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარებაა საჭირო“, - ციტირებს გამოცემა უნგრეთის ევროპულ საკითხთა მინისტრს იანოშ ბოკას.

DW მტკიცებით, უნგრეთი შესაბამისი განცხადებით ევროკომისიას მიმართავს. მანამდე ანალოგიური განაცხადით ევროკომისიას ნიდერლანდებმა მიმართა.

როგორც ნიდერლანდების უმსხვილესი მემარჯვენე პოპულისტური „თავისუფლების“ პარტიის ლიდერმა გერტ ვილდერსმა განაცხადა, „ეს იმის ნიშანია, რომ ახალმა ქარმა დაუბერა“.

იმისათვის, რათა უნგრეთი და ნიდერლანდები ევროკავშირის მიგრაციის პოლიტიკას გამოეთიშონ 27 წევრი-სახელმწიფოს თანხმობაა საჭირო.