გზებზე უწყვეტი წითელი ზოლი გამოჩნდა - რას ნიშნავს ახალი მონიშვნა და რამდენია ჯარიმა
1787163007
NATO გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ნაწილებში რეფერენდუმის ჩატარების გეგმებს.
„ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ რუსეთის ფედერაციასთან შეერთებასთან დაკავშირებით ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარების გეგმას უკრაინის რეგიონებში, რომლებსაც ნაწილობრივ რუსი სამხედროები აკონტროლებენ.
დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში ყალბ რეფერენდუმებს არ აქვთ ლეგიტიმაცია და იქნება გაერო-ს ქარტიის აშკარა დარღვევა. NATO-ს მოკავშირეები არ აღიარებენ მათ უკანონო და არალეგიტიმურ ანექსიას“, - ხაზგასმულია NATO-ს განცხადებაში.
როგორც NATO აღნიშნავს, მოკავშირეები მტკიცედ რჩებიან უკრაინის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის კუთხით.
„ეს მიწები უკრაინაა. მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს, უკუაგდონ რუსეთის ტერიტორიული დაპყრობის აშკარა მცდელობები“, - ნათქვამია განცხადებაში.