ცნობილია, როგორ იმოძრავებს ტრანსპორტი „სითი მოლის“ მიმდებარედ - სიახლე სატრანსპორტო სქემაში
1785422822
კოსოვოში მყოფი NATO-ს სამშვიდობო ძალები მზად არიან, ჩაერიონ, თუ სერბეთსა და კოსოვოს შორის სტაბილურობა რისკის ქვეშ დადგება, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„მიუხედავად იმისა, რომ ვითარება ადგილზე გაუმჯობესებულია, ყველა მხარის პასუხისმგებლობაა, განსაკუთრებით ბელგრადისა და პრიშტინას მაღალჩინოსნების, თავიდან აირიდონ ესკალაცია. მოვუწოდებ ყველა მხარეს, აჩვენონ თავშეკავება და თავიდან აირიდონ ძალადობა. ნატო ყურადღებით განაგრძობს ადგილზე ვითარების მონიტორინგს. ჩვენი მშვიდობისმყოფელების მისია, NATO-ს დაქვემდებარებაში მყოფი საერთაშორისო ძალების სამშვიდობო მისია რჩება ფოკუსირებული გაერო-ს მანდატზე. სტაბილურობის საფრთხის ქვეშ დადგომის შემთხვევაში, NATO-ს დაქვემდებარებაში მყოფი საერთაშორისო ძალები მზად არიან ჩარევისთვის“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.