უკვე მესამე დღეა ვარდნაა ამერიკულ საფონდო ბირჟებზე - მიღებული ზარალი უკვე 5.4 ტრილიონ დოლარს აღწევს

ტრამპი

 უკვე მესამე დღეა ვარდნაა ამერიკულ საფონდო ბირჟებზე. ამერიკის, აზიის და ევროპის ინდექსები დონალდ ტრამპის მიერ ქვეყნებისთვის დაწესებულ ტარიფებზე რეაგირებენ. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სავაჭრო ომი ამერიკასა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ეკონომიკის შენელებას გამოიწვევს. მიღებული ზარალი უკვე 5.4 ტრილიონ დოლარს აღწევს.

ტრამპმა განაცხადა, რომ ის არ აპირებს დაწესებული ტარიფების დაპაუზებას, თუმცა, "სამართლიანი შეთანხმებების" მისაღწევად მზადაა.

ამავე დროს, "როიტერსის" ინფორმაციით, ევროკავშირი მიზნობრივი საპასუხო ღონისძიებების პირველ პაკეტს ამზადებს. ტრამპის ტარიფებს პროტესტი მოჰყვა ჩინეთში. ოფიციალური პეკინი აცხადებს, რომ აშშ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებს არღვევს.