„უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს ხელს არ შევუშლით“ - პუტინი

vladimer putini

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი  უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის რამდენიმე გზაზე საუბრობს და უკრაინას ნავსადგურების დანაღმვაში ადანაშაულებს.

პუტინის განცხადებით, თუ მარცვლეულით დატვირთული გემები სადგურებს დატოვებენ, რუსეთი მათი მშვიდობიანი გავლის გარანტორი იქნება.

„უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს ხელს არ შევუშლით. ექსპორტის რამდენიმე გზა არსებობს: ეს შესაძლებელია უკრაინის კონტროლს დაქვემდებარებული პორტებით. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ოდესა და მიმდებარე პორტები. ნავსადგურების მისადგომები ჩვენ არ დაგვინაღმავს, ეს უკრაინამ გააკეთა. მე უკვე ბევრჯერ ვუთხარი ჩვენს ყველა კოლეგას: განაღმონ ტერიტორია და მარცვლეულით დატვირთულმა გემებმა დატოვონ სადგურები. ჩვენ გარანტიას ვაძლევთ მათ მშვიდობიან გასვლას საერთაშორისო წყლებში. არის მარცვლეულის ექსპორტის კიდევ ერთი შესაძლებლობა.

ეს არის აზოვის ზღვის პორტები – ჩვენ კონტროლქვეშ არსებული ბერდიანსკი, მარიუპოლი. მზად ვართ, უპრობლემოდ უზრუნველვყოთ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი ყველა ამ პორტით. ექსპორტი დუნაის, რუმინეთის, უნგრეთის ან პოლონეთის გავლითაც არის შესაძლებელი. ყველაზე მარტივი და იაფი გზა, რადგან უკრაინიდან პირდაპირ ბალტიის ქვეყნების პორტებია, არის ბალტიის ზღვა და შემდეგ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, თუმცა ამისთვის ბელარუსს სანქციები უნდა მოხსნან. ეს ჩვენი საქმე არ არის, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ გრიგორის ძე საკითხს ასე აყენებს,"- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.   

ასევე დაგაინტერესებთ:

👉  VIDEO: მატყუარა ოკუპანტმა სიკვდილი გაითამაშა - კადრებს უკრაინული მედი ავრცელებს

👉 „მე და ჩემი შვილები ქმარმა ცისფერი თვალების ქონის გამო მიგვატოვა“ – ნიგერიაში მცხოვრები რისიკატის ისტორია

👉 VIDEO: „ბიძია ვოვა, ჩვენ შენთან ვართ!“ - სარატოვის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები და მასწავლებლები პუტინს უმღერიან

👉 შემთხვევა, როდესაც ცოლ-ქმარმა გაყრის შემდეგ ხელახლა იქორწინა - ასლან აბაშიძის ვაჟის ოჯახის ისტორია