შეერთებული შტატების საელჩო რუსეთის მოქალაქეებს მიმართავს

აშშ-ის საელჩო რუსეთში

აშშ-ის საელჩომ მოსკოვში, სოციალური ქსელებით გაავრცელა ვიდეომიმართვა რუსეთის ხალხისადმი და სოლიდარობა გამოუცხადა თითოეულს, ვინც უფრო მშვიდობიანი მომავლის შექმნისკენ ისწრაფვის.

ვიდეომიმართვისთვის, რომელსაც თან ახლავს რუსული სუბტიტრები, გამოყენებულია სხვადასხვა ისტორიული მოვლენის თუ ადგილის ამსახველი კადრები, რუსი მწერლების, ტოლსტოის და დოსტოევსკის პორტრეტები, სცენა ჩაიკოვსკის ბალეტ „მაკნატუნადან“ და ა.შ.

აშშ-ის საელჩო, უკრაინაში ომის კადრების ფონზე, რუსეთის მოქალაქეებს მიმართავს, რომ არ ეკადრებათ ის, რაც ხდება.

2022 წლის დეკემბერში, ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტ ბაიდენის მიერ რუსეთში ელჩის თანამდებობაზე წარდგენილი ლინ ტრეისის კანდიდატურას. ტრეისი პირველი ქალია, რომელიც ვაშინგტონმა მოსკოვში ელჩად დანიშნა.