უკრაინის სამხედრო დაზვერვა „გაზპრომზე“ კიბერთავდასხმის შესახებ იუწყება

უკრაინის სამხედრო დაზვერვა

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, „გაზპრომზე“ მასშტაბური კიბერთავდასხმა მოხდა. უწყების ცნობით, ოპერაცია 17 ივლისს ჩატარდა და მისი სამიზნე „გაზპრომისა“ და მისი შვილობილი კომპანიების სისტემები იყო.

თავდასხმის შედეგად კომპანიებს სერიოზული პრობლემები შეექმნათ. სავარაუდოდ, წაიშალა მონაცემთა ბაზების სარეზერვო ასლები.